has gloss | kat: სამხედრო დოქტრინა წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დროის გარკვეული მონაკვეთისათვის (ძირითადად ათი წლით) მიღებულ ოფიციალურ შეხედულებათა სისტემა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო ძალადობის საშუალებების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისათვის. დოქტრინაში კონცენტრირებულია ქვეყნის სამხედრო პოლიტიკა, მის წინაშე მდგარი სამხედრო ამოცანები, საფრთხეები და მათი გადაწყვეტის ხერხები. დოქტრინის ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა და საგარეო ვითარება, ძალათა ბალანსი მსოფლიოში და გეოპოლიტიკური მდგომარეობის თავისებურებები. |